8 ივნისს ქუთაისში დღისით +29 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.
ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზეა. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც მზეა. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც მზე იქნება. +25 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მზეა, დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც მზე იქნება, დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
