როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვირას, 15 დეკემბერს ასეთი ამინდია მოსალოდნელი:
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -15, -10°, დღისით -1, +4°; მაღალ მთაში ღამით -20, -15°, დღისით -8, -3°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ქარბუქი. ღამით დასავლეთის, დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -10, -5°, დღისით -2, +3°; მთაში ღამით -17, -12°, დღისით -6,-1°; მაღა ლმთაში ღამით -18, -13°, ზოგან -24°-მდე. დღისით -7, -2°, ზოგან -10°-მდე.
თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ღამით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -6, დღისით +1°.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება