27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. 28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
თბილისში 28 დეკემბერს წვიმა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ახალი წლის დღეებში კი +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 29 დეკემბრამდე ზოგან დროგამოშვებით მოთოვს, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან თოვლი და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.