როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ასევე მოსაოდნელია სუსტი ქარი.
ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +34, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +33 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც მზიანი დღეა, ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +35 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება.
ბორჯომში მზიანი ამინდია, +33 იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მზეა. დღისით +34 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +26, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
მზიანი დღე იქნება თელავშიც, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +36 გრადუსი იქნება, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება