როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 მარტს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 3. ბათუმშიც ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. დღისით +11 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით 13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც დიდია წვიმის ალბათობა. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით 5 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი. 11 გრადუსია დღისით, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში წვიმაა ნავარაუდევი და +10 იქნება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
თოვლია თუშეთში, ომალოში დღისით 2, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმაა მოსალოდნელი და +8 გრადუსი დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას