როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 ივლისს ქუთაისში +35 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22. ბათუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში მზიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. რაჭაშიც წვიმს. ამბროლაურში დღეს ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +32 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +33 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმს. დღე +20 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +20, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს. დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღში, სადაც დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +34 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანს პრობლემა იმასთან დაკავშირებით არ აქვს, რომ მამამისი სიკდილს უსჯიდა ადამიანებს, მთელი ეს პროცესი ხდება ერთადერთ სიტყვაზე, რომ მე მიწერია სიტყვა დახვრეტა (ვიდეო)