როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 დეკემბერს ქუთაისში +12 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. +10 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით 0 გრადუსი, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით მზე და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +1, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც გამოიდარებს. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალაქო დღე და +0 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 0, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +5 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება