როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური კავშირები, ბიზნესი იქნება აუცილებლად თავისუფალი –

ჩვენთვის არის მთავარი ერთი – როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური კავშირები, ბიზნესი იქნება აუცილებლად თავისუფალი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ბიზნესი სრულად თავისუფალია და ეს პრინციპი ურყევად იქნება დაცული.
„ჩვენთვის არის მთავარი ერთი – როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური კავშირები, ბიზნესი იქნება აუცილებლად თავისუფალი. ეს არის ურყევი პრინციპი, რომელსაც იცავს ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული და ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას 2012 წლის შემდეგ, არის სწორედ ეს, რომ ბიზნესი გათავისუფლდა და არის სრულად თავისუფალი. ამ პრინციპს დავიცავთ ურყევად, ვისთანაც არ უნდა იყვნენ დაკავშირებული კონკრეტული კომპანიები პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველა კომპანია იქნება თავისუფალი და ყველა ექნება ბიზნესის თავისუფლად წარმოების საშუალება, მთავარია, ჩვენ მაქსიმალურად ავიცვათ საზოგადოება კარტელური გარიგებებისგან,“- განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.