როგორია 2024 წელი მობილური ოპერატორებისთვის – შემოსავლების სტატისტიკა

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში რეკორდული მოცულობის თანხა 719.2 მილიონი ლარი გადაიხადა – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მობილური ოპერატორების შემოსავლები 67.4 მილიონი ლარით, ანუ 10.3%-ით არის გაზრდილი.
კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, ქართული მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების რაოდენობა 5,670,517-მდე არის გაზრდილი, რაც წლიურ ჭრილში 214,574 აბონენტის მატებას ნიშნავს.