როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა? – “უოტფორდის” მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა

ჩემპიონშიფის მეცხრამეტე ტურში, სახლში „ნორვიჩთან“ მოგებულ მატჩში (2:1), მეკარე ვლადან კოვაჩევიჩთან შეჯახების შედეგად ტრავმა მიიღო „უოტფორდის“ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ და 38-ე წუთზე შეცვალეს.
გამარჯვების მიუხედავად მასპინძელთა გუნდის მწვრთნელი ხავი გრასია უკმაყოფილო იყო. მან განაცხადა, რომ პირველი ტაიმი ჩააგდეს და მაღალი მიზნების მისაღწევად მთელი 90 წუთის მანძილზე კარგად თამაშია საჭირო. გრასიას თქმით, ის დარწმუნებული არაა, რომ ჩაკვეტაძე 9 დეკემბერს „შეფილდ უენსდეისთან“ ასპარეზობას შეძლებს.
Watfordobserver-ი წერს, რომ გულშემატკივრები გიორგის დაბრუნებას იმედოვნებენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „უოტფორდმა“ გასახდელიდან მოზეიმე ფეხბურთელების სურათი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი თანაგუნდელებთან ერთად იმყოფება. მან მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა და სავარაუდოდ, სერიოზულად არ დაშავებულა.
“ნორვიჩს” ჯეკ უილშირი გაწვრთნის
პირველი პროფესიონალური სამწვრთნელო საქმიანობა – ჯეკ უილშირს ინგლისური კლუბი ჩააბარეს
ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდი” “ბირმინგემთან” დამარცხდა
ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” მორიგი მარცხი განიცადა
მოლოდინი სრულდება – ჩაკვეტაძე “პრესტონთან” მატჩის განაცხადშია
ჩაკვეტაძე დაბრუნდა, “უოტფორდმა” წააგო და “მანჩესტერ სიტისთან” მატჩი ელის [VIDEO]
ჩაკვეტაძემ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა – “უოტფორდი” “პრესტონს” დაუზავდა
“უოტფორდმა” მდგომარეობა გამოასწორა – კლუბის ხელმძღვანელმა ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა
“უოტფორდი” ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე – “უოტფორდის” მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
რას ვნახავთ დეკემბერში – პსჟ-ს მატჩები და თბილისის “დინამო” ახალგაზრდულ ლიგაზე