როგორია შენგელიას მდგომარეობა – ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს

ესპანური მედია „მურსიასთან“ მატჩში ტრავმირებული თორნიკე შენგელიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
As-ი იტყობინება, რომ ფინანსური პრობლემების გამო „ბარსელონას“ მძიმე პერიოდი უდგას, რამაც შედეგებზე გავლენა იქონია, ასეთი ცუდი სტარტი 1990 წლის შემდეგ არ ჰქონია და „მურსიასთან“ მტკივნეული მარცხის შემდეგ, გუნდის საუკეთესო მოთამაშის, შენგელიას გამოკლება მძიმე დანაკლისი იქნება.
კატალონიური „სპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია უფრო კონკრეტული და დამაიმედებელია. გამოცემის ცნობით, თორნიკე სერიოზულად არ დაშავებულა, მხოლოდ მარცხენა კოჭ-წვივის კუნთის დაჭიმულობა აქვს, ეს დიდი დატვირთვებისას ჩვეულებრივი ამბავია და თუ პარასკვეს ევროლიგაზე „რეალთან“ თამაში ვერ მოახერხა, მომდევნო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
დღეს „ბარსა“ ისვენებს, „თოკო“ სამშაბათს და ოთხშაბათს არ ივარჯიშებს და კლასიკოში მისი ასპარეზობის საკითხი ხუთშაბათს გადაწყდება.
ერთი სიტყვით, კარგი ინფორმაციაა, რომლის მიხედვით ის დიდი ალბათობით ნოემბრის ბოლოს საქართველოს ნაკრების დახმარებას შეძლებს.
[VIDEO] ქართველი გმირის საავტორო გამარჯვება – შენგელიას ლიდერობით “ბარსამ” ურთულესი მატჩი მოიგო
[VIDEO] ქართველი გმირის საავტორო გამარჯვება – შენგელიას ლიდერობით “ბარსამ” ურთულესი მატჩი მოიგო
შენგელიას 11 ქულა და “ბარსას” მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
შენგელიას 13 ქულა და “ბარსელონას” საშინაო მარცხი “ჟალგირისთან”
შენგელიას 13 ქულა და “ბარსელონას” საშინაო მარცხი “ჟალგირისთან”