როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (LION FINANCE GROUP PLC) აქციების ფასი 8.2%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი 48.56 გირვანქა სტერლინგს გაუტოლდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.14 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს.
TBC Bank Group PLC-ის აქციის ფასი 8.8%-ით შემცირდა.ერთი აქციის ფასი 36.80 გირვანქა სტერლინგია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.068 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს.
Georgia Capital PLC-ის აქციების ფასი 10.6%-ით დაეცა. ერთი აქციის ღირებულება 13.66 გირვანქა სტერლინგს უტოლდება. საბაზრო კაპიტალიზაცია, 515 მლნ სტერლინგს აღემატება.
თებერვლის შემდეგ ქართული კომპანიების აქციების ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
როგორ ლავირებს ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ “კომერსანტის” სტატიებიდან.
წყარო: Gult & taggart

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”