ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 4.14%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 66.05 გირვანქა სტერლინგია.
“თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.78%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 44.75 გირვანქა სტერლინგი ღირს.
“საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ფასი 3.24%-ითაა შემცირებული. შედეგად, ერთი აქციის ფასი 18.54 გირვანქა სტერლინგია.
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია 3.24 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. “თიბისი ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია 2.46 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია 863 მილიონ გირვანქა სტერლინგია.
რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში “საქართველოს ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი 44.21%-ით გაიზარდა. “თიბისი ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი 44.35%-ითაა მომატებული, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი 60.38%-ითაა გაზრდილი.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ “კომერსანტის” სტატიებიდან.
წყარო: Gult & taggart
