ლონდონის საფონდო ბირჟაზე 15 მაისი ქართული კომპანიების აქციებისთვის მეტად რთული აღმოჩნდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც “საქართველოს ბანკის” და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე “საქართველოს კაპიტალის”.
დღის ბოლო მონაცემებით:
“საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 12.08%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 41.5 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.88 მილიარდი სტერლინგია.
რაც შეეხება TBC PLC-ის აქციების ღირებულებს, კლება 14,92%-ია. ბანკის ერთი აქცია 25.1 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
“საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 8.8%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 0.985 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 420.34 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.