გუშინ ნათლისღების სადღესასწაულო ლიტურღიაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს მონაწილეობა არ მიუღია.
დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, პატრიარქმა ილია მეორემ მსახურებაში მონაწილეობა ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე ვერ შეძლო:
„პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა.
სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო“, – თქვა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.