საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ გაფიცვა მიმდინარე საპროტესტო პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც საბანკო სექტორი რაიმე ფორმით უნდა შეუერთდეს, – ამის შესახებ ქადაგიძემ BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკაში” ისაუბრა, მანამდე კი საბანკო სექტორს გაფიცვისკენ facebook გვერდიდანაც მოუწოდა.
“როდესაც გაფიცვაზე ვსაუბრობთ, მას ძალიან ბევრი, უამრავი ფორმა აქვს და ალბათ განმარტებაა საჭირო. როდესაც ვსაუბრობდი გაფიცვაზე, არ ვსაუბრობდი, რომ დაიკეტოს საბანკო სექტორი და მთლიანად გაჩერდეს ქართული ეკონომიკა, რაც დააზარალებს ბევრ ადამიანს. გაფიცვის ფორმებია, მაგალითად, გამაფრთხილებელი გაფიცვა, 2-საათიანი. 2 საათით რომ სრულიად საბანკო სექტორი გამოვიდეს, ან თუნდაც ერთი დღე რომ გამოაცხადონ საბანკო დასვენების დღედ, როგორც სოლიდარობად მიმდინარე პროცესებისადმი, ეს რამე პრობლემას შექმნის? რა თქმა უნდა, არა.