როგორია კოსტა სანიკიძის მდგომარეობა?

კოსტა სანიკიძე დაჭრეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „პრაიმტაიმს“ მისმა მეგობარმა, სალომე ბარათაშვილმა უთხრა, კოსტა მუცლის არეშია დაჭრილი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კოსტასთან სახლში მივიდნენ და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
ცოტა ხნის წინ სალომემ კიდევ ერთ ინფორმაცია გაავრცელა. კოსტას ოპერაცია დასრულდა.
„ოპერაცია ახლა დასრულდა, მდგომარეობა მძიმეა. არ ვიცი ვერაფერს გეუბნებით ხალხო, ბოდიში“,- წერს სალომე ბარათაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს – სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული – იმის თავი თუ გაქვს, დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი