როგორია ეკონომიკურ დანაშაულთა სტატისტიკა საქართველოში

საქსტატმა 2024 წლის ივლისის სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ივლისში სისხლისსამართლებრივი დევნა 1963 პირის მიმართ დაიწყო, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 34-ით მეტია.
სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე დევნა სულ 36 ადამიანის მიმართ დაიწყო. წლიურ ჭრილში მონაცემი 66-ითაა შემცირებული.
დევნის დაწყების მიზეზი, ყველაზე ხშირად, 18 შემთხვევაში, უკავშირდება საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას. შემდეგია ფულის გათეთრება, 13 შემთხვევით.

ასევე დაგაინტერესებთ