როგორია ახალი Opel Astra?

ახალი Opel Astra უკვე საქართველოშია – როგორია ის?
ლეგენდარული გერმანული ავტომობილის, Opel Astra-ს 32-წლიანი წარმატების ისტორია ახალი, მეექვსე თაობის მოდელით გრძელდება. ახალი Astra წინამორბედთან შედარებით უფრო დიდი, კომფორტული, უსაფრთხო და მოქნილია. ის Stellantis-ის EMP2 პლატფორმაზეა აგებული, რაც ავტომობილს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სძენს.
მთავარი სიახლე, უდავოდ, დიზაინია, რომელიც მაღალტექნოლოგიურობისა და მინიმალიზმის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. Astra-ს გარეგნულ სილამაზეს ექსპერტებიც აღიარებენ, ვინაიდან, ავტომობილმა დიზაინის კატეგორიაში Golden Steering Wheel-ისა და Red Dot Design Award-ის ჯილდოები მოიპოვა.
ახალი Astra 1.2 ლიტრის მოცულობის ბენზინის და 1.5 ლიტრის დიზელის ძრავითაა აღჭურვილი, რაც ავტომობილის დინამიკურობას და ეკონომიურობას უზრუნველყოფს. ის ხელმისაწვდომია როგორც 6-სიჩქარიანი მექანიკური, ასევე 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
რაც შეეხება ავტომობილის ინტერიერს, ამ შემთხვევაში წინა მოდელთან შედარებით საქმე გვაქვს არა ევოლუციასთან, არამედ ნამდვილ ტექნოლოგიურ რევოლუციასთან. ახალი Astra აღჭურვილია 10-დუიმიანი ჭკვიანი მულტიმედიით, რომელსაც Apple CarPlay-ს და Android Auto-ს სრული მხარდაჭერა აქვს. ინსტრუმენტთა პანელი და ცენტრალური ეკრანი ისეა მოწყობილი, რომ მძღოლმა საჭირო ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიიღოს, სამართავ პანელთან ზედმეტი ინტერაქციის გარეშე.
ავტომობილს მართვის სამი განსხვავებული რეჟიმი აქვს, მათ შორის: NORMAL, ECO და SPORT, რათა ის ზუსტად მოერგოს მძღოლის განწყობას და საჭიროებებს. გარდა ამისა, ახალი Astra აღჭურვილია გაჩერება-დაძვრის ჭკვიანი სისტემით, რომელიც საწვავის მოხმარების შემცირებას უწყობს ხელს. ცხადია, თანამედროვე ავტომობილს უხვად აქვს უსაფრთხოების სისტემები, მათ შორისაა: კამერა, უხილავი ზონის კონტროლი, გასწრების სენსორი, ზოლის შენარჩუნების სისტემა და დაბრკოლებასთან მიახლოების სენსორი.