რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ამერიკელ რეჟისორ რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელის ვაჟი, ნიკ რაინერი მშობლების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას CBS News-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროს ჯიმ მაკდონელზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 32 წლის ნიკ რაინერი 4 მილიონი დოლარის გირაოთი იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ განცხადებაში განაცხადა, რომ ის წინასწარ პატიმრობაში გირაოს უფლების გარეშე იმყოფება.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ჯერ არ გაუმჟღავნებიათ დეტალები იმის შესახებ, თუ რამ აიძულა გამომძიებლები ნიკ რაინერის მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიეჩნიათ. პოლიციამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ გამოძიებამ მისი სავარაუდო პასუხისმგებლობა გამოავლინა.
შეგახსენებთ, ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. რეჟისორი და მისი მეუღლე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“