ახლო მომავალში MMT HOSPITAL-ში უროლოგიური მიმართულების გარდა, სხვადასხვა ქირურგიული თუ გინეკოლოგიური ოპერაცია განხორციელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას რობოტული ქირურგიის ცენტრი MMT HOSPITAL-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, MMT HOSPITAL-ში რობოტ ასისტირებადი ოპერაციები 26 თებერვლიდან ხორციელდება.
„26 -28 თებერვალს უკვე წარმატებით ჩატარდა ოპერაციები პროსტატის კიბოს გამო – რობოტ ასისტირებული ლაპაროსკოპიული პროსტატექტომია.
პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი უზრუნველყოფს, რომ ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა პროფესიონალი ქირურგისთვის, შესაბამისად ახლო მომავალში გარდა უროლოგიური მიმართულებისა MMT HOSPITAL -ში განხორციელდება სხვადასხვა ქირურგიული თუ გინეკოლოგიური ოპერაცია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
