რობოტაქსის პრეზენტაციის შემდეგ, Tesla-ს აქციები 7%-ით დაეცა

Tesla-ს აქციები 6,9%-ით დაეცა, წერს Bloomberg სავაჭრო მონაცემებზე დაყრდნობით.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, Tesla-ს აქციების ღირებულების ვარდნა CyberCab რობოტაქსის პრეზენტაციის დროს, სპეციფიკის ნაკლებობამ გამოიწვია. ინვესტორები იმედგაცრუებული დარჩნენ ინფორმაციის ნაკლებობით, იმის შესახებ თუ როგორ და რა ვადაში გადავა ილონ მასკის კომპანია თვითმართვად მანქანებზე.
ილონ მასკმა 10 ოქტომბერს კალიფორნიაში Warner Bros.-ის კინოსტუდიაში პრეზენტაცია გამართა. მოსალოდნელია, რომ რობოტაქსი 30 000 დოლარზე ნაკლები ეღირება და წარმოება 2026 წელს დაიწყება.
რობოტაქსის პროტოტიპების პრეზენტაციამ იმედგაცრუება გამოიწვია Tesla-ს ზოგიერთ ინვესტორში, რადგან ისინი ელოდნენ უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ვადაში განახორციელებს კომპანია თვითმართვად ავტომობილზე გადასვლას.
„ინვესტორებს, რომელთაც პრეზენტაციაზე ვესაუბრეთ, თვლიდნენ, რომ ღონისძიება არასრული იყო,” – თქვა Capital Markets-ის ანალიტიკოსმა ტომ ნარაიანმა.