რობი უილიამსმა და ლაურა პაუზინიმ FIFA-ს ოფიციალური ჰიმნი ჩაწერეს

FIFA-მ თავისი პირველი ოფიციალური ჰიმნი გამოუშვა. სიმღერას სახელწოდებით Desire („სურვილი“) რობი უილიამსი და ლაურა პაუზინი ასრულებენ.
უილიამსმა სიმღერა კარლ ბრაზილთან, ოუენ პარკერთან და ერიკ იან გრობთან ერთად დაწერა.
უილიამსი და პაუზინი სიმღერას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალამდე შეასრულებენ, რომელიც დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის „პსჟ“ და „ჩელსი“ იბრძოლებენ.
imedinews.ge