რობინ ვაგენერი – საქართველოს მთავრობამ საპარლამენტო არჩევნებისთვის თანაბარი პირობები ვერ უზრუნველყო – კიდევ ერთხელ: ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია არ იქნება, თუ მთავრობა დარჩება ამჟამინდელ ავტორიტარულ კურსზე

საქართველოს მთავრობამ გუშინდელი საპარლამენტო სთვის თანაბარი პირობები ვერ უზრუნველყო. სამწუხაროდ, დამკვირვებლებმა ისაუბრეს მძიმე დაშინებაზე, ძლიერ გამყოფ რიტორიკასა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა განაცხადა.
„ეს შემაშფოთებელი დასკვნები დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული. ამგვარად, არჩევნები უაღრესად იმედგაცრუებული უკუსვლაა იმ ქართველებისთვის, რომლებსაც დემოკრატიული, ლიბერალური და ევროპული საქართველოს იმედი აქვთ“, – წერს გერმანელი პარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება, თუ მთავრობა ამჟამინდელ კურსს შეინარჩუნებს.
„კიდევ ერთხელ: ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია არ იქნება, თუ საქართველოს მთავრობა დარჩება ამჟამინდელ ავტორიტარულ კურსზე. უნდა გაუქმდეს დისკრიმინაციული და გამყოფი კანონები, როგორიცაა გამჭვირვალობის/აგენტების კანონი და ანტი ლგბტქ ადამიანების კანონის პაკეტი“, – წერს რობინ ვაგენერი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია