რობინ დანიგანი: მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან თქვა უარი

“ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში ვაშინგტონში ჩავედი, რათა შევხვედროდი ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს საქართველოს მიმართ პოლიტიკაზე და მქონოდა გზამკვლევი, რა სურდათ, რომ ყოფილიყო მათი პირველი მესიჯი საქართველოს მთავრობისთვის. მე დავბრუნდი ამ შეხვედრებიდან და საგარეო მინისტრს ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი ან სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც ქართული ოცნება ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას.
[…] “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში.
ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია. და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილის გამოგზავნით ერთი ქვეყნის მიერ ჩემი ქვეყნისთვის.
ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერმინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. და მაშინ მე მივედი პრემიერმინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადამეცა პირადად სთვის და მან თქვა უარი. მე ყოველთვის მზად ვარ პრემიერმინისტრს შევხვდე, მაგრამ ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერმინისტრისთვის მიმეცა“ – ამბობს -ს ელჩი საქართველოში, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.