რობინ დანიგანი – კიდევ ერთი პრიორიტეტი, რომელიც მსურს განვიხილო, არის ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

კიდევ ერთი პრიორიტეტი, რომელიც მსურს თქვენთან განვიხილო, არის ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის, საქართველოს დახმარებით დაიცვას საკუთარი თავი და შეაკავოს აგრესია, რასაც კვლავ ჩვენს სამხედრო პარტნიორობასთან მივყავარ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველი.
„ჩვენი სამხედროები ერთად გადიან წვრთნებს, ერთად იბრძვიან და შედეგად მათ გამოიმუშავეს ღრმა და განგრძობითი კავშირი. ერთად მათ ქართველი სამხედროები ნატოს-თან თავსებადი გახადეს. ერთად მათ მიიღეს საუკეთესო პრაქტიკა. როგორც ვიზიტით მყოფმა გენერლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, ამ პარტნიორობამ არა მხოლოდ საქართველოს სამხედროები გააძლიერა, არამედ ჩვენი საკუთარიც და ჩვენ ღრმად მადლობლები ვართ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოიჩინეთ“,- განაცხადა ელჩმა.