რობინ დანიგანი – თავდაცვის მინისტრთან განვიხილეთ თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, თუ როგორ ვიმუშავებთ ერთად, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ს განცხადებით, თავდაცვის ახალ მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა.
როგორც რობინ დანიგანმა აღნიშნა, არის არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების, არამედ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა თავდაცვის ახალ მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან. მოხარული ვარ, რომ პირველი შევხვდი და მივულოცე მინისტრად დანიშვნა, რადგან ჩვენი ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი დასაყრდენი. მინისტრთან ერთად განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, თუ როგორ ვიმუშავებთ ერთად, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ჩვენ ვართ არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების, არამედ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. ჩემთვის ნამდვილად პატივი იყო მინისტრთან შეხვედრა და აღნიშნული საკითხების განხილვა“,- განაცხადა დანიგანმა, რომლის განცხადებასაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…