რობერტ ფიცო – სანქციების დაწესებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს

სანქციების დაწესებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
„ჩვენი მოწოდებაა, რომ საქართველოში არსებული ვითარება ობიექტურად შეფასდეს. სანქციების დაწესებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
ასევე, აღინიშნება, რომ ანტონიო კოსტასთან სატელეფონო საუბრისას სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრ ცალკეულ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შეფასებისას არსებული ორმაგი სტანდარტების საკითხს დააყენებს.
რობერტ ფიცოს თქმით, იგი ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას მხარს უჭერს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას