სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო საავადმყოფოდან გაწერეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს. პრემიერ-მინისტრის სახლთან გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. მას 4-ჯერ ესროლეს. თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ცინტულა ადგილზე დააკავეს
