რობერტ ფიცო და ალექსანდარ ვუჩიჩი ერთად ჩავლენ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად

21 ნოემბერს ს პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ის სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად დაესწრება 2025 წლის მაისში ფაშიზმზე გამარჯვების 80-წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად წავალთ მოსკოვში, რადგან ერთნაირად ვცემთ პატივს იმ ქვეყნებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენი ქვეყნების განთავისუფლებაში მეორე მსოფლიო ომის ბოლოს”, – განაცხადა ფიცომ ბელგრადში, სადაც ს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით რობერტ ფიცო და ალიაქსანდრ ვუჩიჩი ერთმანეთს 21 ნოემბერს ბელგრადში შეხვდნენ. ფიცომ “ესკალაციისკენ” მიმართული ნაბიჯი უწოდა სათვის -ის შორი მოქედების რაკეტების ATACMS-ის გამოყენების ნებართვის მიცემას.
ეს ნაბიჯი გააკრიტიკა ალექსანდარ ვუჩიჩმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არ გაჰკვირვებია 21 ნოემბერს ს მიერ საკონტინეტთაშორიოს ბალისტიკური რაკეტის გამოყენება.
“თუ ვინმე ფიქრობს, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან მიღებული ნებისმიერი იარაღიდან გაუხსნით ცეცხლს ს ფედერაციას და პუტინი პასუხს არ დაგიბრუნებთ, მაშინ ან მას არ იცნობთ, ან არანორმალური ხართ”, – თქვა სერბეთის პრეზიდენტმა.
· 21 ნოემბერს რუსეთმა ზე შეტევისთვის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა.
· ამ კლასის რაკეტების აღჭურვა შესაძლებელია ბირთვული საბრძოლო ნაწილებითაც და განკუთვნილია შორ მანძილზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმისთვის.
· უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ასტრახანის ოლქიდან გაშვებული იყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, ტამბოვის ოლქიდან, გამანადგურებელ მიგ-31კ-დან – აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“ და ვოლგოგრადის ოლქიდან, ტუ-95მს ტიპის ბომბდამშენებიდან – შვიდი ფრთოსანი რაკეტა Х-101.
· ოფიციალური მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ექვსი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.