რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს აღარ დაბლოკავს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 18 ივლისს „მწვანე შუქს“ აუნთებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი აღარ დაბლოკავს სანქციების მე-18 პაკეტს.
ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთმა ამ ეტაპზე მიაღწია ყველაფერს, რაც შეეძლო.
„ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება ხვალ სანქციების მე-18 პაკეტის ბლოკირების გაგრძელება“, – განაცხადა ფიცომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
1tv.ge
