რობერტ ფიცოს განცხადებით, მიმდინარე კვირაში სი ძინპინს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პეკინში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება.
პეკინში ვიზიტის ფარგლებში რობერტ ფიცო ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
„პეკინიდან დაბრუნების შემდეგ, პარასკევს აღმოსავლეთ სლოვაკეთში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვდები“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
