რობერტ ფიცოს განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სხვაგანაც შეხვდეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მასთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ნებისმიერ ადგილას“ და არა მხოლოდ მოსკოვში.
მედიის ინფორმაციით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზელენსკიმ მასთან შეხვედრის დროს გარკვევით განაცხადა, რომ პუტინთან შესახვედრად მზად იყო.
„პრეზიდენტ ზელენსკის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა პოლიტიკურად არანაირ სარგებელს არ მოუტანდა და, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არ იქნებოდნენ აღფრთოვანებულები, თუ პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებოდა. თუმცა, ორივე მხარე ხვდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება პოლიტიკური ზიანი მიაყენოს, აუცილებელია შეხვედრა და ამ საკითხის განხილვა, რადგან თუ ისინი მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ, ომი გაგრძელდება“, – განაცხადა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია და რომ ომის დასრულების შემდეგ აუცილებელია მასთან საერთაშორისო თანამშრომლობის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს