სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ჯანმრთელების მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესების გამო საგანგებო მიმართვა გააუქმა.
ფიცოს პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ერიკ კალინაკმა განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ვირუსული ინფექცია დაემართა.
სლოვაკური მედიის ინფორმაციით, ფიცოს მიმართვა 17 ნოემბერს სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელ STVR-ზე უნდა გასულიყო, რაც რამდენიმე საათის წინ დაანონსდა. სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ფიცოს საგანგებო მიმართვის თემა არ დაუკონკრეტებია.
1tv.ge




