რობერტ ფიცომ ნატო-ს ს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სთხოვა

რობერტ ფიცომ ნატო-ს ს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სთხოვა, – ინფორმაციას Reuters-ი სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ბრატისლავაში გამართული შეხვედრის დროს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და თავდაცვის ხარჯების საკითხი განიხილა.
„მოლაპარაკებების დროს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს სლოვაკეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სთხოვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, რობერტ ფიცომ მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომერციული კონტრაქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სლოვაკეთი ს ლეტალურ იარაღს პირდაპირ არ მიაწვდის.