რობერტ ფიცოზე თავდასხმაში ბრალდებულს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ს სასამართლომ პირი, რომელმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლა, ტერორიზმში დამნაშავედ ცნო. მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, 72 წლის იურაი ცინტულამ 2024 წლის მაისში ს ქალაქ ჰანდლოვაში რობერტ ფიცოს ხუთჯერ ესროლა.
სასამართლოზე ცინტულამ განაცხადა, რომ ფიცოს მხოლოდ დაჭრა სურდა. მიზეზად კი დაასახელა „მისი პოლიტიკის შეჩერება, რომელიც ზიანს აყენებს სლოვაკეთის თავისუფლებასა და კულტურას“.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 2024 წლის 15 მაისს, მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც ლოგიკურად დადასტურდა, “28-პუნქტიანი” გეგმის “გაჟონვაც” და ბლუმბერგის “ყოჩაღი” ჟურნალისტების გამოძიებაც ფსბ-ს დივერსიული სპეც-ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც უკრაინისა და ამერიკა-ევროპის ერთმანეთთან წაკიდება და აჟრიამულება იყო