რობერტ პატინსონი და მისი შეყვარებული პირველ შვილს ელოდებიან

მსახიობი, მოდელი და მომღერალი სუკი უოთერჰაუზი და მსახიობი რობერტ პატინსონი პირველ შვილს ელოდებიან. ამის შესახებ საზოგადოებას სუკიმ Corona Capital-ის ფესტივალზე შეატყობინა. უოთერჰაუზი ფესტივალზე ერთ-ერთი შემსრულებელი იყო, რა დროსაც სცენიდან ორსულობაზე იხუმრა.
„დღეისთვის განსაკუთრებულად ბრჭყვიალა ტანსაცმელი ავარჩიე, რადგან მინდოდა თქვენი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა”, – აღნიშნა მომღერალმა და დამსწრეებს მუცელზე ანიშნა.
“I thought I’d wear something sparkly to distract you from something else I’ve got going on… i’m not sure it’s working”

Suki Waterhouse announcing that she’s pregnant today at Corona Festival! 🤰🏼💕pic.twitter.com/MhZEkCJVgb — suki waterhouse archive (@bestsukiw) November 19, 2023
პატინსონი და უოთერჰაუზი ერთად უკვე 5 წელზე მეტია არიან. მათ შეხვედრა 2018 წლის ზაფხულში დაიწყეს. წყვილმა ერთად ცხოვრება პანდემიის პერიოდში ლონდონში დაიწყო, როდესაც პატინსონი ინგლისში გადაღებების გამო იყო.
ურთიერთობის შესახებ სუკიმ თებერვალში მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ გადაღებებისა თუ კონცერტების გამო ორივეს დატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა წყვილი ერთმანეთის ნახვის გარეშე 2 თვეზე მეტხანს არასოდეს ატარებს.
„მიკვირს, რომ უკვე 5 წელია ასეთი ბედნიერი ვარ. ცოტა ხნის წინ 2 დღით ვისვენებდი და დაუფიქრებლად რობერტის სანახავად გამგზავრება გადავწყვიტე”, — ამბობს ის.

ასევე დაგაინტერესებთ