რობერტო ფიცო – გერმანიის კანცლერის სიტყვები თანამედროვე ევროპაში აბსოლუტურად მიუღებელია – თუ არ დავემორჩილებით, რა მოხდება, სასჯელი? ეს არ არის ერთიანობისა და თანამშრომლობის ძიების გზა

ფრიდრიხ მერცის განცხადება მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა ს პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომლის თანახმადაც „გერმანია ევროკავშირის მიერ სლოვაკეთისთვის დაფინანსების შეჩერების საკითხს განიხილავს, თუ ქვეყანა ბლოკის საერთო მიმართულებიდან გადახვევას განაგრძობს“.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, „სლოვაკეთი პატარა მოსწავლე არ არის, რომელსაც ლექციების წაკითხვა სჭირდება“.
„სლოვაკეთის სუვერენული პოზიცია ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება. გერმანიის კანცლერის სიტყვები თანამედროვე ევროპაში აბსოლუტურად მიუღებელია. თუ არ დავემორჩილებით, რა მოხდება, სასჯელი? ეს არ არის ერთიანობისა და თანამშრომლობის ძიების გზა. იმედი მაქვს, ამ საკითხს გავარკვევთ, რადგან კომუნიკაციის ეს სტილი შედეგის მომტანი არ არის“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც არღვევენ კანონის უზენაესობას, შეიძლება შესაბამისი სამართალწარმოების წინაშე აღმოჩნდნენ და მათთვის ევროპული დაფინანსების შეჩერების ვარიანტი არსებობს.
„თუ ეს საჭირო იქნება, ჩვენ ამას გავუმკლავდებით. თუ ამ კურსს გავაგრძელებთ, ვერ ავიცილებთ თავიდან უნგრეთთან და სლოვაკეთთან ამ კონფლიქტს. ვერ დავუშვებთ, რომ მთელი ევროკავშირის გადაწყვეტილებები მცირე უმცირესობაზე იყოს დამოკიდებული და რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს უფრო მკაფიო სიტყვები და შესაძლოა უფრო მკაცრი კონფლიქტები“, – აღნიშნა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!