რობერტა მეცოლა – ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ქართველი ხალხი, რომელიც განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით

ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ველოდოთ მკაცრ ფორმულირებას სამიტის შემდგომ დეკლარაციაში, რობერტა მეცოლამ უპასუხა: „შეგიძლიათ ელოდოთ მკაცრს ფორმულირებას ევროპარლამენტისგან, თქვენ იხილეთ ჩვენს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, იმ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მის შედეგებთან და იმასთან დაკავშირებით გვქონდა, თუ როგორ ჩატარდა “.
„ჩვენი მოწოდება საქართველოს მიმართ არის ის, რომ არ მიატოვოს ევროპული გზა. წლებია, ევროპულ საბჭოს ვესწრები და ყველა შეხვედრაზე დომინირებს ერთი რამ: ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა და უდავოა, რომ ამ პოზიციაზე ყოფნას გავაგრძელებთ 2025 წელსაც“, – განაცხადა მეცოლამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს