რობერტა მეცოლა – ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს, ჩვენ ამ თხოვნას ქმედებებით უნდა ვუპასუხოთ – გაფართოება არ არის მხოლოდ მისწრაფება, ფაქტობრივად, ეს გეოპოლიტიკური აუცილებლობაა

ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ევროპა მათ თხოვნას ქმედებებით უპასუხებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის სამეზობლოს, ბლოკმა ჩართულობა უნდა გააძლიეროს.
აგრძელებს ჩარევას მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციის მიზნით და ჩვენი პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს. გაფართოება არ არის მხოლოდ მისწრაფება, ფაქტობრივად ეს არის გეოპოლიტიკური აუცილებლობა“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის
მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, რაც ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტ სა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებას, ურყევი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების აღმოჩენას, რადგან მხოლოდ ძლიერი შეძლებს ძალის პოზიციიდან საუბარს.
„ჩვენ გვჭირდება გზა რეალური მშვიდობისკენ. უკრაინის შესახებ არაფერი არ უნდა გადაწყდეს უკრაინის გარეშე“, – აღნიშნა მეცოლამ.