რობერტა მეცოლა: უკრაინამ მხარდაჭერა უნდა მიიღოს, ასევე მოლდოვამ და საქართველომ

ეს ისტორიული სამიტია. შეთანხმება ყოველთვის შესაძლებელია, [ევროკავშირის] გაფართოებაზე ეს ცხადი გახდა. ეს ყველა მხარისთვის მომგებიანი სიტუაციაა. ს უნდა მიეცეს მორალური, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება, რასაც ის იმსახურებს. ეს მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა. იგივე სიტუაციაა მოლდოვასთან, საქართველოსთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან. ასევე, ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო მხარს უჭერს რუმინეთის და ბულგარეთის შენგენის ზონაში მიღებას. მე არ მჯერა, რომ 2023 წლის დეკემბერში ჩვენ ისევ ვსაუბრობთ რუმინეთის და ბულგარეთის შენგენის ზონაში მიღებაზე.