რობერტა მეცოლა – საშინელი სცენები კიევში – არასდროს შევეგუებით აგრესიის ნორმალიზაციას

საშინელი სცენები კიევში ს მიერ საცხოვრებელი რაიონების უწყვეტი, განურჩეველი დაბომბვის შემდეგ, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხორციელებულ თავდასხმას.
მისი თქმით, კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანი გახდა იძულებული, გადაეხადა უმაღლესი ფასი რუსეთის უკანონო ომისთვის.
„არ დავუშვებთ გულგრილობის შემოპარვას და არასდროს შევეგუებით აგრესიის ნორმალიზაციას. ევროპარლამენტი კვლავაც უკრაინელი ხალხის გვერდით იდგება, რადგან ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან“, – წერს მეცოლა.
შეგახსენებთ, რუსეთმა წუხელ ს რაკეტებით და დრონებით შეუტია, რის შედეგადაც კიევში 4 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში