რობერტა მეცოლა – ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში

კიევში ევროპარლამენტის მუდმივი წარმომადგენლობა გაიხსნება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპას, ისევე როგორც ს, ყოველთვის სურდა მშვიდობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ნამდვილი მშვიდობა.
„ამიტომ, ჩვენ კვლავაც ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროპა რუსეთზე ზეწოლას აგრძელებს და მის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მიღებას გეგმავს.
„ვაგრძელებთ რუსული გაზისა და რუსული ნავთობისგან თავის დაღწევას. ასევე, უფრო სწრაფად განვიხილავთ „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებულ საკითხებს“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავისთავად უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს.
„ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში, რათა ვიყოთ ში და ვიმუშაოთ თქვენთან ერთად ყოველდღიურად“, – აღნიშნა მეცოლამ.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან