ევროპელი ხალხის პარტიის (EPP) წევრი, რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
კენჭისყრაში ახლად დაკომპლექტებული ევროპარლამენტის 720 წევრიდან 623 მონაწილეობდა, რომელთაგან მეცოლას 562-მა დაუჭირა მხარი.
მეცოლას გარდა, პრეზიდენტობის კანდიდატი ესპანეთის თანასწორობის ყოფილი მინისტრი, მემარცხენეების ირენ მონტერო იყო, რომელმაც 61 ხმა მიიღო.
EPP-ის წევრი პოლიტიკოსი პირველად ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2022 წლის იანვარში აირჩიეს.
მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოვალეობას კიდევ 2.5 წელი შეასრულებს.
