რობერტა მეცოლა – ევროპარლამენტი მხარს უჭერს ბელარუსის ეროვნულ ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და სხვა მამაც ქალებს უკრაინიდან და ბელარუსიდან, რომლებიც იცავენ თავისუფლებას

ევროპარლამენტი მხარს უჭერს ბელარუსის ეროვნულ ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და სხვა მამაც ქალებს უკრაინიდან და ბელარუსიდან, რომლებიც იცავენ თავისუფლებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ბელარუსის თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს, მათ შორის პოლიტპატიმრებს.
“ევროპარლამენტი მხარს უჭერს ბელარუსის ეროვნულ ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და სხვა მამაც ქალებს უკრაინიდან და ბელარუსიდან, რომლებიც იცავენ თავისუფლებას. ბელარუს ხალხს მტკიცე მხარდაჭერა აქვთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მათ შორის პოლიტპატიმრებს. ევროპარლამენტი კვლავ აღნიშნავს ბელორუსის ხალხთან სოლიდარობის საერთაშორისო დღეს და პირდაპირ მივმართავთ ევროპარლამენტარებს, მხარი დაუჭირონ 1250 პოლიტპატიმარს ბელარუსში. ჩვენ ვიცით მათი სახელები, ვხედავთ მათ ბრძოლას და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ”, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან