რკინის კონსტრუქციის წაქცევას კახეთში მსხვერპლი მოჰყვა – დეტალები

მთავარი არხის ინფორმაციით, ტრაგიკული ინციდენტი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
მედია, ადგილობრივებზე დაყრდნობით, წერს, რომ ძლიერი ქარმა რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა. 79 წლის პენსიონერი ადგილზე, სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაიღუპა. როგორც ჩანს რკინის კონსტრუქცია არ იყო საჭიროებისამებრ გამართული – კონკრტულად რა ნორმები იყო დარღვეული, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.