რკინიგზაზე კერძო სამგზავრო ოპერატორების შემოყვანა დარგის კრიზისიდან გამოყვანის წინაპირობაა – TCRC

რკინიგზაზე კერძო სამგზავრო ოპერატორების შემოყვანა დარგის კრიზისიდან გამოყვანის წინაპირობაა – TCRC
რკინიგზაზე კერძო სამგზავრო ოპერატორების შემოყვანა – დარგის კრიზისიდან გამოყვანის წინაპირობაა, – ამის შესახებ “საქართველოს დერეფნის კვლევის ცენტრი” (TCRC) აცხადებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სადღეისოდ რკინიგზის სამგზავრო გადაყვანის ნაწილში, “საქართველოს რკინიგზა” უკონკურენტო კომპანიაა, რომელიც სახელმწიფოსგან სამგზავრო გადაყვანის ზარალის კომპენსირებისთვის, ყოველწლიურად სუბსიდირების სახით მილიონობით ლარს იღებს.
ორგანიზაციის მიხედვით, აბსოლუტურად დაუშვებელია ასეთი მიდგომა. მათი მტკიცებით, სუბსიდირების მიდგომა მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუ პარალელურად განხორციელდებოდა კერძო კომპანიების დაშვება.