რიჰარდს კოლსი – „ქართული ოცნების“ მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი „ფიცის დადება“ დემოკრატიის შეურაცხყოფაა – საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება

მასობრივი საპროტესტო აქციის 32-ე დღე საქართველოში. ძალადობრივი დარბევის მიუხედავად აქციები გრძელდება. „ქართული ოცნების“ მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ეგრეთ წოდებული „ფიცის დადება“ დემოკრატიის შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება და ევროკავშირმა ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის უნდა აღიაროს.
„საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება- ლიდერი, რომელიც დგას თავის ხალხთან და არა მათ წინააღმდეგ. რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა: არ უნდა აღიაროს ეს არალეგიტიმური რეჟიმი, არავითარი ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმაცია, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ზურაბიშვილი უნდა აღიაროს, ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს სანქციები უნდა დაუწესოს“, – წერს კოლსი.
მისი თქმით, 32 დღეა ქართველები სიმამაცეს და გამძლეობას იჩენენ და ევროპა მათ გვერდით უნდა დადგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)