რიჰარდს კოლსი – „ქართული ოცნების“ მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი „ფიცის დადება“ დემოკრატიის შეურაცხყოფაა – საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმური პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება

მასობრივი საპროტესტო აქციის 32-ე დღე საქართველოში. ძალადობრივი დარბევის მიუხედავად აქციები გრძელდება. „ქართული ოცნების“ მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ეგრეთ წოდებული „ფიცის დადება“ დემოკრატიის შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმური პრეზიდენტად რჩება და ევროკავშირმა ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის უნდა აღიაროს.
„საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმური პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება- ლიდერი, რომელიც დგას თავის ხალხთან და არა მათ წინააღმდეგ. რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა: არ უნდა აღიაროს ეს არალეგიტიმური რეჟიმი, არავითარი ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმაცია, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ზურაბიშვილი უნდა აღიაროს, ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს სანქციები უნდა დაუწესოს“, – წერს კოლსი.
მისი თქმით, 32 დღეა ქართველები სიმამაცეს და გამძლეობას იჩენენ და ევროპა მათ გვერდით უნდა დადგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია