სენატორ უიკერთან კრემლის რეჟიმთან დაკავშირებულებისთვის ვიზის დაბლოკვის ძალისხმევები განვიხილეთ, ამ მხრივ საქართველოს ოფიციალური პირებიც რადარზე უნდა იყვნენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორ როჯერ უიკერთან (რესპუბლიკური პარტია) და სხვა პარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ წერს.
„სანქციები უნდა იყოს და გავრცელდეს ხელისშემწყობებზე, თუნდაც ისინი მოკავშირე ქვეყნებიდან იყვნენ. განვიხილეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი ყოველწლიური სესია და კრემლის გავლენის მავნე გავრცელების შეზღუდვის გზები – მათ შორის რეჟიმთან დაკავშირებულებისთვის სავიზო სერვისების დაბლოკვის გზები.
ამ მხრივ, საქართველოს ოფიციალური პირებიც რადარზე უნდა იყვნენ“, – წერს კოლსი.
